ხვალ პრემიერი სომხეთს ეწვევა

5 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სოხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ჰოვიკ აბრაჰამიანთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.

კომენტარის დატოვება