ტელეკომპანია „ინტერში“ უცნობებმა „მოლოტოვის კოქტეილები“ შეყარეს (ვიდეო)

კიევში, ტელეკომპანია „ინტერში“ უცნობებმა „მოლოტოვის კოქტეილები“ შეყარეს. ინფორმაციას პოლიციის თანამშრომელი აქსანა ბლიშკი ავრცელებს.

-„დაახლოებით 20 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მოვიდა ტელევიზიის შენობასთან, მათ ი გაშალეს ტურისტული კარვები და შემდეგ შენობაში მოლოტოვის კოქტეილები შეყარეს“-აცხადებს პოლიციელი.

მისივე განცხადებით, რამდენიმე ადამიანი დაკავებულია და ჩვენების მისაცემად პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

კომენტარის დატოვება