დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 22 დეკემბერს აინთება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება, ამ წუთებში ნაძვის ხის კონსტრუქციებს თბილსერვის ჯგუფი აწყობს და როგორც გვეუბნებიან 2 დღეში დასრულდება, შემდეგ კი ნაძვის ხე მოირთვება და 22 დეკემბერს საზეიმოდ განათდება.

25 დეკემბერს კი საახალწლო სოფელი გაიხსნება. 7 იანვრამდე აქ უამრავი ღონისძიება გაიმართება.