მინისტრმა დაშავებული პოლიციელები მოინახულა

გურჯაანსა და თელავის მუნიციპალიტეტებში დღეს ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციაზე დაშავებული პოლიციელების ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა. ის  გურჯაანის საავადმყოფოშია, სადაც 6 პოლიციელი გამოკვლევებზეა გადაყვანილი.

9 დაშავებული პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, გამოკვლევების შემდეგ კი ისინი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, პოლიციელებზე თავდასხმის ყველა ფაქტი შეფასდება და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.

 კახა კუპატაძის ფოტო.