გაიზრდება თუ არა ბუნებრივი აირის ტარიფი…

ყაზტრანსგაზ თბილისის სპეციალური მმართველი, გიგლა თამაზაშვილი აცხადებს, რომ ტარიფი ლარის კურსზეა დამოკიდებული და საბოლოო შედეგს მარეგულირებელი კომისია 2 კვირაში გამოაცხადებს.ის გაზის საფასურის გაძვირებასაც არ გამორიცხავს.

„ლარის კურსმა სერიოზული გავლენა შეიძლება, იქონიოს ბუნებრივი აირის ტარიფზე, რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველო და კონკრეტულად ჩვენ დოლარის ეროვნულის კურსით ვყიდულობთ გაზს. კერძო სექტორის პოზიცია და ჩვენი პოზიცია იქნება ის, იმასთან მიმართებაში და იმასთან ახლოს, რომ ჩვენ შევძლოთ ოპერაციების განხორციელება და უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება დედაქალაქის,“ – აცხადებს თამაზაშვილი.