კირკიტაძეს 30 პარლამენტარი თავდებში ჩაუდგება

დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ კირკიტაძეს 30 პარლამენტარი თავდებში ჩაუდგება.  დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ უკვე მიმართა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვს.

ადვოკატის განცხადებით, დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და ხვალინდელ სხდომაზე მოსამართლეს შესთავაზებენ, რომ საერთოდ არ იყოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება. თუმცა, ადვოკატის თქმით, თუ მოსამართლე აღნიშნულ შეთავაზებას არ დათანხმდება, მაშინ გირაოს ან თავდების სანაცვლოდ გათავისუფლებას შესთავაზებენ.