ზაზა სარალიძე გიორგი გახარიას საპარლამენტო დებატებს დაესწრება

ზაზა სარალიძე ხვალ გიორგი გახარიას საპარლამენტო დებატებს დაესწრება. შვილმოკლული მამა ქუთაისში ჩავა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენებას მოისმენს.

დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისთვის მთავარია, საქმე გაიხსნას და მისი შვილის მკვლელები და მათთვის ხელის დამფარებლები დაისაჯონ.