კამპანიას „ნუ მოჭრი – მორთე“ თბილისის N75 ბაგა-ბაღი შეუერთდა

თბილისის N75 საჯარო ბაგა-ბაღი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ თბილისის მერიის მხარდაჭერითწამოწყებულ კამპანიას, „ნუ მოჭრი – მორთე“, შეუერთდა.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ვაკის პარკში ერთ-ერთი ნაძვი შეარჩიეს და ის მათივე ხელით დამზადებული სათამაშოებით მორთეს.

აღნიშნული კამპანია სამინისტრომ თბილისის მერიასთან ერთად ახალი წლის ღონისძიებების მოახლოებასთან ერთად დაიწყო. აქციის მიზანი ნაძვის ხეების ჭრის პრევენცია და ამ გზით, დედაქალაქში არსებული მწვანე საფარის მოფრთხილებაა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში გარემოს დაცვის თემები აქტიურად ისწავლება და ის სტანდარტულ მეთოდოლოგიაშია შეტანილი. ბაღების აღსაზრდელები ეუფლებიან ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ გარემოს მათივე კეთილდღეობისათვის.