“ნაცების ლანძღვისას დაუმატეთ სიტყვა “კოლეგა”-“კოლეგა ფაშისტო”, “კოლეგა კაციჭამია რეჟიმის წარმომადგენელო”…,”

სოსო მანჯავიძე უმრავლესობის დეპუტატებს ეხმიანება და წერს:

-ისე,ნაციონალური მოძრაობის ლანძღვისას პარლამენტში, მაგალითად, როდესაც მათ უწოდებთ ფაშისტებს,კაცისმკვლელებს,მოღალატეებს და ა.შ. აუცილებლად უნდა დაუმატოთ სიტყვა “კოლეგა”.
კარგი სიტყვათშეთანხმება იქნება-“კოლეგა ფაშისტო,” კოლეგა კაციჭამია რეჟიმის წარმომადგენელო,” “კოლეგა მოღალატე”, და ა.შ.
თანაც იქნებ ხანდახან მაინც გააცნობიეროთ,რა სასაცილო აბსურდში გამყოფებთ კოჰაბიტაცია.