შსს-ში დილიდან ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანთა გამოკითხვა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არასრულწლოვანთა გამოკითხვა მიმდინარეობს. ზუსტად რამდენი ბავშვია დაბარებული, უცნობია. უწყებას ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

არასრულწლოვნების ნაწილი მშობლებთან ერთად, ნაწილი კი უფლებადამცველების თანხლებით მოვიდა სამინისტროში. ისინი არიან შემთხვევის უშუალო შემსწრეები და ის მოსწავლეები, ვინც მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა. ისინი აქამდეც არაერთხელ გამოიკითხნენ.

ამ ეტაპზე ორმა არასრულწლოვანმა უკვე დატოვა უწყება. ამ დრომდე არ კეთდება კომენტარები, მოზარდებმაც უკომენტაროდ დატოვეს ტერიტორია.

შსს გამოკითხვების შესახებ ინფორმაციას, სავარაუდოდ, მოგვიანებით გაავრცელებს.