ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა თამარ ჟვანიამ დაიკავა

მეორე ვადით ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა თამარ ჟვანიამ დაიკავა.

„მინდა აღვნიშნო, რომ პირველი თავმჯდომარე ვარ, რომელმაც სრული ვადა გავძელი და გავიტანე ასე ვთქვათ ბოლომდე და  სრულყოფილად დავასრულე ჩემი პირველი ვადა, რომელიც დასრულდა ამ არჩევნების დასრულებისთანავე. მე ვფიქრობ, რომ ის გამოცდილება არც მე საარჩევნო ადმინისტრაციაში მივიღე არის  ძალიან განსხვავებული იმ პერსპექტივიდან, რაც მე 5 წლის წინ მაგალითად მეგონა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში იყო,“-განაცხადა თამარ ჟვანიამ.