“პარტიზანი მებაღეები” მერიასთან აქციას დღეიდან განაახლებენ

“პარტიზანი მებაღეები” თბილისის მერიასთან აქციას დღეიდან განაახლებენ. როგორც პარტიზანი მებაღე ლუკა ბახსოლიანი აცხადებს, ისინი თბილისის მერიასთან დღეს, 4 საათზე შეიკრიბებიან. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ისინი თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომას ითხოვენ, ამ მოთხოვნით მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს.

აღნიშნული ხელმოწერა კი თბილისის მერიაში დღეს უნდა შეიტანონ. შეგახსენებთ, რომ “პარტიზანი მებაღეების” საპროტესტო აქცია ყაზბეგის 24 ნომერში ხეების მოჭრას მოჰყვა.

კომენტარის დატოვება