ალასანია: ივანიშვილი ვერ ამაღლდა საკუთარ თავზე და საკუთარ ეჭვებზე…

ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში რეგიონალურ მედიასთან შეხვედრის დროს პარტიების შეასებები გააკეთა, ისაუბრა “თავისუფალ დემოკრატებზეც” და განაცხადა, რომ პარტიამ საკუთარი სახე არც თუ ისე კარგად წარმოაჩინა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს:

„ივანიშვილმა კიდევ ვერ გაიაზრა, რა მოხდა 2 წლის წინ, ვერ დააზუსტა მიზეზები და ისევ რჩება ამ უსაფუძვლო ენის მიტან-მოტანის და ჭორაობის დონეზე და ვერ ამაღლდა საკუთარ თავზე და საკუთარ ეჭვებზე.

ივანიშვილს არ ჭირდება „თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსი პრინციპული პარტია. ივანიშვილის განცხადებები პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ კაბელების საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია და ივანიშვილი ჩართულია ამ საქმეში. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ვართ ერთიანი შეკრული გუნდი და არ ვტოვებთ ერთმანეთს. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების შემდეგ მე შემეძლო შემენარჩუნებინა თანამდებობა და დავლოდებოდი გამოძიებას, მაგრამ დამეკარგა სახე და ღირსება.

ჩვენ „თავისუფალი დემმოკრატები“ ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით არასდროს ვკარგავთ ღირსებას და სახეს. მე მინდა პირდაპირ ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ ის არის წარსული, მე აღარ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას მის განცხადებებზე, მაგრამ ვპირდები, რომ 5 უდანაშაულო კაცის ციხეში ჩასმას არ ვაპატიებთ“.

ბიძინა ივანიშვილის მიერ „თავისუფალი დემოკრატების“ შეფასება იხ. ლინკზე;

http://www.geomediatv.ge/%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%93%e1%83%94/

 

კომენტარის დატოვება