კანცელარიასთან ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

კანცელარიასთან რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სიტყვით გამოდიან გურამ ფალავანდიშვილი, ნიკოლოზ მჟავანაძე, მთვარისა ნავერიანი და სხვები. კანცელარიასთან იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები ნიკა გვარამიას დასჯას მოითხოვენ. აქციაზე სახალხო დამცველის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებიც ისმის.

ფალავანდიშვილის თქმით აუცილებელია მთავრობის გადადგომა.