„ჯაჯო“ გილოცავთ ახალ წელს და მეგობრებთან ერთად კეთილ ადამიანებს გელოდებათ თავშესაფარში

ეს ახალგაზრდა სოსო ჯიქურიშვილია, ადამიანი, რომელმაც 2010 წლიდან საბადურის ტყეში საკუთარი ხარჯებით დათვებისა და ძაღლების თავშესაფარი გააკეთა. ეს დათვები, ახლა თავშესაფარში ლაღად რომ გრძნობენ თავს, ადრე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოქალაქეებისგან უკანონოდ დატყვევებულები  მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ.

ზამთარი დადგა და „ზოოლოგიურ ცენტრს“ (დათვების თავშესაფარი) გაუჭირდა, სოსოსაც გაუჭირდა მარტოს ცხოველების მოვლა-პატრონობა, ახლა ცხოველებს საკვები არ აქვთ. შარშან ძაღლების თავშესაფარზე რომ ვწერდით, ბევრი ადამიანი გამოეხმაურა მასალას და ცხოველებს დახმარება გაუწია, დიდი იმედი გვაქვს, ახლაც გამოჩნდებიან ცხოველების მოყვარულები და სოსოს გვერდით დაუდგებიან.

ცივი და გრძელი ზამთარი დათვებისთვის რთული გადასატანია. ტყეში ვერ უშვებს, რადგან სახლის პირობებში გაზრდილები ბრაკონიერების მსხვერპლნი ხდებიან.

განსაკუთრებით ვერ ეგუებიან შიმშილს ბელები. პატარა „ჯაჯო“ ყველა მიმსვლელს ბავშვივით ხელებში უყურებს და მომვლელს უსიტყვოდ აგრძნობინებს რომ შია.

იმედი გვაქვს გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და საკვებით დაეხმარებიან სოსო ჯიქურიშვილს, რომელსაც ჯერ დახმარება არავისთვის უთხოვია, თუმცა ახლა ოთხფეხა მეგობრების გულისთვის უკვე ყველაფერზე მიდის.

შეგიძლიათ მიაწოდოთ ხილი, ბისტნეული, თევზი, ქათამი, თუმცა ახლა თავშესაფრამდე მისვლა ძალიან ჭირს, თუ ორხიდიანი მანქანა არ გყავს ვერც მიხვალ, ამიტომ გთავაზობთ საბანკო ანგარიშსაც, თუნდაც მიზერული თანხა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ძალიან დაეხმარება.

საბანკო რეკვიზიტები ვალუტა: GEL, USD, EUR.

მიმღები ბანკი: სს “საქართველოს ბანკი”

მიმღები ბანკის კოდი: BAGAGE22

მიმღების დასახელება: ა(ა)იპ. „ზოოლოგიური ცენტრი“ (დათვების თავშესაფარი)

საიდენტიფიკაციო კოდი: 436038226

ანგარიშის ნომერი: GE05BG0000000037320500