მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესი სტუმრად „მაჩაბელასთან“ (ვიდეო)

მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესის თავმჯდომარე დარინა ლომინაძე საბავშვო თეატრის „მაჩაბელას“ სეზონის ბოლო სპექტაკლს დაესწრო და პატარა მსახიობებს ახალი წელი ტკბილეულით და სიგელებით მიულოცა.

-„მაჩაბელა“, მისი ხელმძღვანელი მამუკა ლომაშვილი და პატარა მსახიობები მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ქველმოქმედებაში, მაჩაბელა არაერთი საქველმოქმედო აქციის ინიციატორი იყო წლების მანძილზე და სწორედ ამიტომ, მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესმა გადაწყვიტა თითოეული მსახიობი დაეჯილდოებინა სიგელით-კეთილი საქმის კეთებისთვის და ასევე გვინდოდა ტკბილად მიგველოცა „მაჩაბელასთვის“ ახალი წელი, რათა 2019 სულ ტკბილი, ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს მათთვის.

განსაკუთრებით დიდი მადლობა მამუკა ლომაშვილს, რომელიც ზრუნავს ჩვენი მომავალი თაობის სულიერ განვითარებაზე და საბავშვო თეატრის აღორძინებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის“- განაცხადა დარინა ლომინაძემ.

„მაჩაბელას“ ხელმძღვანელმა მამუკა ლომაშვილმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესს და GmTV-თან ერთად სრულიად საქართველოს ახალი წელი მოილოცა.

საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცა დარინა ლომინაძემ და მსოფლიოში მშვიდობა ისურვა.