9 იანვარს მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში კვლავ მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა,ზოგან ნისლი და ქარბუქი.

❗️ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.