ჩვენი შედარებითი დახასიათება, უსუფაშვილი ცუდია, კვირიკაშვილი კარგია, არ მესმის

-“მე ვიყავი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაეტოვებინა” –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.

„წინააღმდეგი ვიყავი იმიტომ, რომ კოალიცია და პირველ რიგში პარტია „ქართული ოცნება“ იმ დონის ორგანიზებულ პოლიტიკურ ძალად შემდგარი ვერ იყო, რომელსაც დამოუკიდებელ რეჟიმში პრობლემებთან გამკლავება შეეძლო. ამიტომ გახდა საჭირო უკვე წასული და წასვლის გულწრფელი სურვილის მქონე ბიძინა ივანიშვილის ამ საქმეებისკენ შემოტრიალება; ამიტომ მიწევდა მასთან დარეკვა და ლაპარაკი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით,  პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას მართავდა, პოლიტიკურად შეკრული გუნდი არ იყო.

„კოალიციის სახით პოლიტიკური გუნდი, რომელიც ქვეყანას ვმართავდით და, რომელსაც პასუხისმგებლობა მხრებზე ჩამოგვეკიდა, არ ვიყავით პოლიტიკურად შეკრული გუნდი. ეს ერთი მხრივ, იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ ამოცანებს მარტო ვერ გავუმკლავდებოდით და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც თავისივე შექმნილ პოლიტიკურ პროექტზე უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჰქონდა,  წასვლას ვერ შეძლებდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც მან აღნიშნა, თუ ბიძინა ივანიშვილს წასვლა უნდა, მან ფუნქციონირებადი პოლიტიკური სისტემა უნდა დატოვოს და არა – ხელისუფლებაში უსუფაშვილი, ან კვირიკაშვილი.

ივანიშვილის თვალით დანახული კვირიკაშვილი და უსუფაშვილი

იხ.ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae/

 

კომენტარის დატოვება