ჩოჩელთან ადვილად მიხვალ, მოგისმენს და გრძნობ, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მცხეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი  ცეზარ ჩოჩელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ის მოსახლეობას აცნობს  გაწერილ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაზარდოს შემოსავალი მცხეთელმა, პატარა ქანდელმა, ნიჩბისელმა  თუ მუხრანელმა.

სოფელ პატარა ქანდაში შეხვედრის დროს მოსახლეობამ კანდიდატს პრობლემები გააცნო.

-„არ გვაქვს გზა, რის გამოც სოფელში სამარშუტო ტაქსი არ დადის, არ გვაქვს მედპუნქტი, საბავშვო ბაღი, საკანალიზაციო სისტემა, პრობლემაა სკოლაში , არ გვაქვს წყალი“-ამბობენ ადგილობრივები.

ცეზარ ჩოჩელის თქმით, ამ პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად შესაძლებელია და აუცილებელია ხალხთან კონტაქტი, თითოეულ ოჯახთან საუბარი და სწორედ ადგილობრივებთან ერთად უნდა მოიძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები.

  მცხეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს კი, კონკრეტული გეგმა და რეალური პროექტები აქვს ადგილობრივთა დასაქმებისა და მათი შემოსავლების ზრდის შესახებ…

    „მთელი სოფელი ცეზარ ჩოჩელის მხარესაა. რატომ იცით? გვახსოვს განვლილი წლები, ის მხოლოდ ახლა არ მოსულა ჩვენთან, ყოველთვის ცდილობდა რაღაც მაინც გაეკეთებინა, მაშინაც კი, როცა მთავრობაში აღარ იყო. მოკლედ, ხალხს არ ივიწყებს და მასთან მისვლა პრობლემას არ წარმოადგენს, ჩოჩელთან ადვილად მიხვალ, მოგისმენს და გრძნობ, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია. აი, სწორედ ამიტომ მოდის მის შეხვედრებზე ამდენი ხალხი და არც ზეწოლის ეშინიათ და არც მუქარის“-ამბობენ შეხვედრაზე მისული ადამიანები არა მარტო ქანდაში.

 

კომენტარის დატოვება