ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი 4 ქვეყნის ლიდერს ხვდება

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დელეგაციები ვენესუელის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრებიან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ვენესუელაში ბოლივიის, კუბის, სალვადორის და ვენესუელას პირველ პირებთან სეხვედრებს გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვენესუელაში აფხაზეთის ელჩმა ზაურ გვაჯავამ განუცხადა. მისივე თქმით მოლაპარაკებები გაიმართება მინისტრების დონეზეც, სადაც სუვერენიტეტის შესაძლო აღიარების საკითხებს განიხილავენ.

კარაკასში უკვე ჩავიდა ანატოლი ბიბილოვი.

ინაუგურაცია კარაკასში დღეს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევენები ვენესუელაში 2018 წლის მაისში, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე გაიმართა. მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებებმა არჩევნები არალეგიტიმურად შეაფასეს.

ვენესუელამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2009 წლის 10 სექტემბერს აღიარა.