“სფერო ჰოლდინგის” 2019 წლის გეგმები და მზადყოფნა დააკმაყოფილოს დაზარალებული მენაშენეები

“სფერო ჰოლდინგი” 2019 წლის გეგმებზე საუბრობს.

დეველოპერული კომპანია “სფერო ჰოლდინგის” ხელმძღვანელი – გიგა წულეისკირი, კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას, გადაიბაროს სამშენებლო კომპანია “სვეტის” შეჩერებული პროექტები და დაასრულოს მშენებლობა, რითაც მოხდება დაზარალებული მობინადრეების დაკმაყოფილება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ივნისში, სამშენებლო კომპანია „სვეტის” დამფუძნებელი, გივი ჯიბლაძე და იმავე კომპანიის დირექტორი, თორნიკე ჯანელიძე დააკავეს. მათ საქმეზე საქმეზე სასამართლო პროცესები დღემდე მიმდინარეობს, გამოძიება აღნიშნულ პირებს თაღლითური გზით დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ედავება.

ის იყო, წულეისკირის კომპანია, “სვეტთან” მოლაპარაკების გასაგრძელებლად და კანონის ფარგლებში, პარტნიორული თანამშრომლობისთვის ემზადებოდა, რომ ჯიბლაძის კომპანიას პრობლემები შეექმნა, იქამდე ცოტა ხნით ადრე, 2018 წლის 23 მაისს გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება “სვეტსა” და “სფერო ჰოლდინგის” დამფუძნებელ გივი წულეისკირს შორის, რითაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ორი თვის ვადაში “სფერო ჰოლდინგის” მიერ უნდა მომხდარიყო “სვეტის” ფინანსური და სამართებლივი მდგომარეობის შემოწმება, თუმცა კომპანიის მმართველები დააკავეს.

მათი დაკავების შემდეგ კი, ის ადამიანები, ვინც ორი წლის განმავლობაში ელოდნენ კუთვნილი ბინების მიღებას, აქციებს მართავდნენ.

კიდევ ერთხელ გვინდა მივმართოთ დედაქალაქის მთავარ უწყებას, მერიას; ჩვენი კომპანია “სფერო” მზად არის გადმოიბაროს შეჩერებული მშენებლობები და პირველ რიგში დააკმაყოფილოს დაზარალებული მენაშენეები.

ჩვენ დეველოპერულ ბაზარზე წარმოქმნილი ქაოსის ერთადერთ გამოსავალს სწორედ ამაში ვხედავთ და 2019 წელს ამ მიმართულებით აქტიურად დავიწყებთ ნაბიჯების გადადგმას, რადგანაც დეველოპერების მიერ, წლების განმავლობაში ”გადაგდებული” და იმედგაცრუებული ადამიანის რიცხვი დღითიდღე იზრდება რაც, იმ ბიზნესს აყენებს ჩრდილს რომელ ბიზნესსაც უკვე მეც წარმოვადგენ.

ჩვენი სპეციალისტების მიერ შემუშავებული ნოვატორული გათვლები და მიდგომები, მხოლოდ კომერციულ მოგებაზე არ არის ორიენტირებული და მერიის პარალელურად დაზარალებულების ნაწილს, მორიგ ჯერზე ვთხოვთ, რომ, “სვეტისგან” მიღებული მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ნუ შეეცდებიან ჩვენს დისკრედიტაციას, რამეთუ “სფერო” არ არის ჯიბლაძის კომპანიის შვილობილი კომპანია, ჩვენ მათ დანაპირებს შევუსრულებთ. ბიზნესისა სახელმწიფოს ერთიანი ძალისხმევით ჩემი გუნდი შევძლებს დავასრულოთ ბეტონის ჩონჩხების არსებობა ქალაქებში. – განაცხადა წულეისკირმა.