აფეთქებული სახლის ტერიტორიიდან უკვე ათამდე სასწრაფო გავიდა

თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოჰყვა. შენონაში ჩამსხვრეულია შუშები.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ისინი ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ.

ადგილიდან გავიდა ათამდე სასწრაფო, რომლებსაც დაზარალებულები გადაჰყავთ.

ჯერ-ჯერობით უცნობია გამოიწვია თუ არა აფეთქებამ რომელიმე მოქალაქის გარდაცვალება, ტერიტორია ს აკონტროლებს საპატრულო პოლიცია.

ადგილობრივებმა დანამდვილებით არ იციან რა მოხდა.  ისინი ამბობენ, რომ იყო ძლიერი ხმა და გაჩნდა ცეცხლი.

ჩვენი კორესპოდენტი რჩება ადგილზე და ახალ ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით. ამ წუთებში ადგილზე მივიდა ქალაქის მერი კახი კალაძე.