აფეთქებისას დაშავებული მოზარდები კლინიკებში გადაიყვანეს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ აფეთქებისას დაშავებული 3 ბავშვი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და ახლა მეოთხე მოზარდის მიყვანას ელოდებიან.

„იაშვილის კლინიკაში სამი ბავშვია მოთავსებული. ორის მდგომარეობა მსუბუქია. მესამეს მდგომარეობა საშუალოსა და მსუბუქს შორისაა. მას თავის ქალის ტრამვა აქვს მიღებული“, – აცხადებს სერგეენკო.

მომხდარ აფეთქებას, რომელიც სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია, სამი ადამიანი ემსხვერპლა.

იხ.

https://www.gmtv.ge/53453-2/

კიდევ ერთი დაშავებული მოთავსებულია ღუდუშაურის კლინიკაში.

აფეთქებულ კორპუსთან სამაშველო სამსახურის ბრიგადები დაამატეს. ადგილზე რჩებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. შენობა მთლიანად დაცლილია და შემოსაზღვრულია ლენტით, რომლის იქით მოქალაქეებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ.