ბუნებრივი აირის გაჟონვა ამჯერად გორში!

კიდევ ერთი აფეთქება. მორიგი ტრაგედია გორში

გორში, ვოლოგდის დასახლებაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ბინაში ხანძარი გაჩნდა. მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღო ერთმა მამაკაცმა.

ადგილობრივებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს.

გორის შს სამმართველოში გამოძიება სსკ 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტებზე, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

წყარო: qartli.ge