დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ, ისინი თავს უდანაშაულოდ სცნობენ

ყაზტრანსგაზის დაკავებულ ორ თანამშრომელს სამართალდამცველები ბრალს დღეს წაუყენებენ. თავად დაკავებულები კი თავს უდანაშაულოდ სცნობენ.

ერთ-ერთი დაკავებულის, თორნიკე ტატიშვილის, ადვოკატი თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ დიდი დიღმის მე-8 კორპუსში შემოწმება სრულყოფილად, სპეციალური აპარატებით მოხდა და იქ საეჭვო ვერაფერი შეინიშნებოდა.

უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ტრაგედია დეუდევრობამ გამოიწვია და აფეთქება ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში დაგროვებულმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

ბრიგადა, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დიდ დიღომში მდებარე კორპუსში იმყოფებოდა, პოლიციამ გუშინ დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას და სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაკეტილი  ბინის მფლობელს, გურგენ თხელიძე საჯარო განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს.