გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის, 23 წლის დავით რაზმაძის ცხედარი იპოვეს. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, პასუხი ხვალ იქნება.  ცხედარი უკვე ამოცნობილია.

ქართველი მეზღვაური ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა. იგი ორი კვირაა გაუჩინარებულია და ოჯახთან კომუნიკაცია არ ჰქონდა. მეზღვაური ხომალდიდან 7 იანვარს გაუჩინარდა.