რუსთავი 2-ის გადაწყვეტილებით „მხოლოდ ქართულის“ ფინალი ლევან ჩხაიძის ხსოვნას მიეძღვნება

„მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონის გრანდიოზულ ფინალამდე სულ რამდენიმე საათია დარჩენილი. მერვე, ბოლო ლაივკონცერტზე მაყურებელი და ჟიური ყველაზე ეროვნული პროექტის მეორე სეზონის გამარჯვებულს ერთობლივად გამოავლენენ.

“რუსთავი 2-ის” გადაწყვეტილებით, დღევანდელი საღამო ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის ხსოვნას მიეძღვნება.

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ოთხი მონაწილე ორ-ორ სიმღერას შეასრულებს.

წყარო: რუსთავი 2