„6 წელი ხელისუფლებაში იყო და ახლა გაგახსენდეს მოსამართლეთა წარსული, ცოტა უხერხულია!“

გიორგი მუხიგულაშვილი

უფლებადამცველი

– რატომ აღმოჩნდა მანანა კობახიძე ეკა ბესელიაზე წინდახედული?

მოგეხსენებათ, რომ მანანა კობახიძე და ეკა ბესელია გახლდათ ბევრ საეჭვო გარიგებებში მხილებულნი და ამან განაპირობა ქალბატონ მანანას ნაბიჯი საკონსტიტუციო სასამართლოში გადასულიყო .

ქალბატონმა მანანამ წინდახედულება გამოიჩინა, სწორედ შესაბამის დროს, როდესაც ის მიხვდა, რომ სუსტდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2012-2016 წლებში, პარტიის თავმჯდომარე გახლდათ .

მისი გავლენები სუსტდებოდა. ამას ახალგაზრდა მეოცნებეები ასუსტებდნენ და ზუსტად იხელთა დრო, ქალბატონმა მანანამ და 10 წლით გაიხანგძლივა კეთილდღეობა, ხელშეუხებლობა, პიროვნული სიმშვიდე .
როდესაც, ეკა ბესელიას ჩანაფიქრს ფარდა აეხადა ჩემი მხრიდან, მაშინ ქალბატონმა ეკამ სისულელე უწოდა ჩემს ნათქვამს, მაგრამ თუ დაუკვირდით მისი წინამორბედის ქმედებებს, მან მანანა კობახიძეს მიბაძა .
როდესაც, მანანა კობახიძე აპირებდა სასამართლო უწყებაში გადასვლას, მაშინ აქტუალური გახლდათ საკონსტიტუციო სასამართლო და ზუსტად დამთხვევით, კობახიძის ჩანაფიქრი შესრულდა და როდესაც ეკამ შეტოპა ისე, რომ უკან დასახევი გზები არ გააჩნდა, ის დაელოდა უვადო მოსამართლეთა გამწესების დროს, რა დროსაც მან თავისი თავი სასამართლოში მოიაზრა. წინა წლებში დიდი დაპირისპირების მიუხედავად, მან ბრძოლა დაიწყო, მოსამართლედ გასამწესებლად ანუ საკუთარი თავის გადასარჩენად .

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ბესელიამ ეს ომი (ფარული) თავის გადასარჩენად წააგო და ის როგორც უკონტროლო პოლიტიკოსი (უკვე ბიზნეს ლედად გადაქცეული) დაემშვიდობა მოსამართლეობას, უსაფრთხო ცხოვრებას და ამან განაპირობა მისი ბოლო დროს განვითარებული ქმედებები .

დაიწყო შანტაჟის ენით საუბარი, რამაც სრული კრახი განიცადა .
დაიწყო კომპრომატებით შანტაჟი, რამაც ასევე კრახი განიცადა, რადგან სხვებს უფრო მეტი კომპრომატი ჰქონდათ ბესელიას წინააღმდეგ, ვიდრე ბესელიას სხვების წინააღმდეგ და აქვე ვიხილეთ განეიტრალებული ბესელია, 12 საათიან კურიერს რომ უცდიდა ბრიფინგის დასაწყებად, რომელიც სრული დემაგოგიური საუბრით გაგრძელდა .

მოგეხსენებათ რომ სია ჩავარდა რადგან მოსამართლეების მხრიდან იქნა სურვილი არ განეხილათ სია რომელიც თავდაპირველად იქნა წარმოდგენილი ამით სია გადავადებული იქნა რათა ჩამოშორებული იყოს ბესელიასგან და გარკვეულ პოლიტიკურ ფიგურებისგან .

ეხლაც უწოდებს ქალბატონი ეკა ამ ყველაფერს სისულელეს ?

P.S ისე 6 წელი ხელისუფლებაში იყო და მე-6 წელს გაგახსენდეს, მოსამართლეთა წარსული, ცოტა არ იყოს და უხერხულია!