“ახალ ოცნებაში პორტირებული ნაცი უფრო მეტია, ვიდრე თვითონ ოცნებისტი”

“ოცნებისტებო, თქვენ ხართ მკვლელების მფარველები და არ იმსახურებთ ნდობას!”

ანი დარსალია

ა/ო „გაერთიანებული საზოგადოება“

-„კარგად მახსოვს, 2012 წლის სტუდენტური აქციების წინა ხაზზე ვიდექი და მზად ვიყავი სიცოცხლე შემეწირა, ოღნოდ ჯალათური სისტემა დანგრეულიყო.ისიც კარგად მახსოვს დედა დაიბარეს ნაცებმა, შენი შვილი დააშოშმინე, თორემ ძმის გვერდით მივაწვენთო.

ციხის კადრების გამოჩენის შემდეგ ვიდექი ყველგან, ღამეებს ვათენებდით და ველოდებოდით 2 ოქტომბრის გათენებას. ეს იქნებოდა ან ყველაფერი ან არაფერი ! და აი 2 ოქტომბერს “ოცნებამ” გაიმარჯვა…. 6 თვე ნაციონალების ხმა არ ისმოდაა და გვეგონა, რომ სისტემის ნგრევა იწყებოდა, თუმცა ტყუილად… გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ მივხვდი, რომ ნაცებთან ქორწინება იწყებოდა…. (ბოკერია და ძმანი მისნი) დღეს, 2016 წელს, მე, ანი დარსალია, რომელსაც ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ეროვნული და პატრიოტული სულისკვეთების გამო, ვხედავ რას ახალ ნაციონალებს და ქართულ ოცნებას, რომელშიც პორტირებული ნაცი უფრო მეტია, ვიდრე თვითონ ოცნებისტი.

დღეს კიდევ გვიხსნით ჭრილობებს კიდევ გვახსენებთ იმ საშინელებას და ასევე ხაზს უსვამთ, რომ თქვენ ხართ მკვლელების მფარველები!!! არ იმსახურებთ ხალხის ნდობას… არ ვაპირებ ველოდო კიდე 4 წელი „ოცნებას“,  თუ როგორ აფარებს ხელისუფლებას ახალ ნაცებს!.. თქვენი დრო დამთავრდა, როგორც ნაცების,  ასევე მისი მფარველების!“

კომენტარის დატოვება