რა ხდება დღეს „რესპუბლიკელების“ ოფისში და რატომ იწვევენ საზოგადოებას (ვიდეო)

    როგორ და რისგან უნდა გავთავისუფლდეთ  

18 აგვისტოს, 18 სააათთზე “რესპუბლიკელების”  ოფისში ( სოფიკო ჭიაურელის 13) ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია “გავთავისუფლდეთ” ჩატარდება.

-“სიტყვა „თავისუფლება“ განიმარტება როგორც „საკუთარი თავის ბატონობა“ ან „საკუთარ თავზე უფლების ქონა“. პირველი განმარტების მიხედვით, მონა ადამიანი არ არის. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ღირებულებაა ცალკეული ადამიანი. თავისუფლებას თავისი ადგილი უჭირავს ევროპულ ღირებულებათა სისტემაში (ჯონ ლოკი: 1. სიცოცხლე, 2. თავისუფლება, 3. საკუთრება, 4. ბედნიერებისაკენ ლტოლვა). სიცოცხლეს, როგორც უმთავრეს ღირებულებას, აზრს ანიჭებს მხოლოდ თავისუფლება. თავისუფლების გარეშე სიცოცხლეს სისავსე არ გააჩნია. თავისუფლების მატერიალური გამოხატულებაა საკუთრება, ხოლო თავისუფლების, როგორც ღირებულების, რეალიზაცია არის ადამიანის ბუნებრივი ლტოლვა ბედნიერებისკენ. თავისუფლების მეორე განმარტების მიხედვით, ადამიანი საკუთარ თავს ფლობს: მას შეუძლია თავი გასწიროს ან არ გასწიროს. მისი სიცოცხლე მხოლოდ მის ხელშია. ადამიანის სიცოცხლე არც მშობლებს,არც პარტიას, არც ქვეყანას არ ეკუთვნის. იგი თავად განაგებს თავის ბედს. თავისუფლების იდეოლოგია ანუ ლიბერალიზმი არის კაცობრიობის მთავარი იდეოლოგიური მიღწევა”.

 

კომენტარის დატოვება