რუსული პროპაგანდის ფონზე აუცილებელია დიდი პროდასავლური ერთობის გაკეთება!

“ეროვნულ – დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ აუცილებელია პროდასავლური ძალების გაერთიანება და ამბობს, რომ წელს პოლარიზებული არჩევნები გველოდება.

-„იმ პოლარიზებული არჩევნების ფონზე, რომელიც წელსაც გველოდება, ამასთან გააქტიურებული რუსული პროპაგანდის ფონზე მიმაჩნია, რომ დიდი პროდასავლური ერთობის გაკეთება, სახელმწფო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელიც კია. თუ მსგავსი გაერთიანების რეალური შანსი იქნება, ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც ამ იდეის მომხრე ყოველთვის იყო მხარს დაუჭერს ამ წამოწყებას და მზად არის აქტიურად ჩაერთოს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე, 2თვე რჩება სხვა და სხვა პროდასავლურ პარტიებთან დიალოგები კვლავ გრძელდება. სამწუხაროდ დრო ძალიან მცირეა დარჩენილი, თუმცა შანსი იმისა, რომ მსგავსი ერთობა შედგება ჯერ კიდევ არსებობს, იმიტომ რომ ასეთი ერთობა უნდა შედგეს”- აცხადებს ქარდავა.

 

კომენტარის დატოვება