„როგორც სჩანს,ხელისუფლებას კარგად არ ესმის ვითარება, თორემ არ დაუშვებდა ავაგიანის ძეგლის…“

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, დაბა ბუგეშანში მიხეილ ავაგიანის ძეგლის გახსნას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამ ფაქტს სოსო მანჯავიძე ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კარგად არ ესმის შექმნილი მდგომარეონა, რომ ესმოდეს,არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ავაგიანის ძეგლის გახსნას ჯავახეთში“

-ყარაბახის ომის შემდეგ საქართველო, ავად თუ კარგად ახერხებდა ერთდროულად ყოფილიყო აზერბაიჯანის ნახშირწყალბადების ერთადერთი სატრანზიტო ქვეყანა თურქეთისკენ და უმთავრესი სატრანსპორტო დერეფანი ბლოკადაში მყოფი სომხეთისათვის.

სხვა საკითხია,რამდენად გამოვიყენეთ ეს ვითარება ჩვენი ინტერესებისათვის და რამდენად განაპირობა ასეთი ვითარების მდგრადობა დიდი სახელმწიფოების ინტერესებმა.

ფაქტია,რომ სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების პროეცირების თავიდან აცილება ხერხდებოდა.
როგორც ჩანს,ხელისუფლებას კარგად არ ესმის,რამდენად მყიფეა ეს ვითარება და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბალანსის დარღვევას, რომ ესმოდეს,არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ავაგიანის ძეგლის გახსნას ჯავახეთში.

გასაგებია ენზელ მკოიანის “დამსახურება” ხელისუფლების წინაშე. ისიც გასაგებია,რომ ენზელ მკოიანმა ავაგიანის ძეგლის გახსნით ჯავახეთის სომხების გული მოიგო.

ჩვენს აზებაიჯანელ მოქალაქეებსაც ჰყავთ ამ ომის გმირები და მათაც რომ დადგან ძეგლი,უარს ვეტყვით?
ცხადია,არა.ვინაიდან ისინი დაჩაგრულად იგრძნობენ თავს და ხმას აღარ მიცემენ “ოცნებას”.
ძეგლებს კიდევ რა შეიძლება მოჰყვეს, აქ არ ვიტყვი.

ამით იმის თქმა მინდა,რომ ჩვენი უმსგავსო ძიძგილაობით,ჩვენ თვითონვე ვუწყობთ ხელს სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების პროეცირებას საქართველოში.

და ეს წლების განმავლობაში გრძელდება.

და კიდევ.

ქართულმა პოლიტიკურმა პრაქტიკამ და ხმებზე ნადირობამ კიდევ უფრო გააძლიერა ალიევის ხელისუფლების გავლენა აზერბაიჯანულ მოსახლეობაში და სწორედ მისი სიტყვაა გადამწყვეტი, თუ ვის მისცემენ ისინი ხმას.
ცხადია,ეს სერიოზული ბერკეტია ჩვენს მთავრობაზე გავლენის მოსახდენად.

დაახლოებით იგივე სურათი გვაქვს სომხურ მოსახლეობაზე სომხეთის ხელისუფლების გავლენის თვალსაზრისით.

გამოდის,რომ არჩევნების შედეგები,სულ უფრო დამოკიდებული ხდება ბაქოზე და ერევანზე, ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.

ცხადია, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

წესით,ამის გასაცნობიერებლად ავაგიანის ძეგლის გახსნა და ამ გახსნის ფორმა სრულიად საკმარისი უნდა იყოს.