“გზავნილი, რომ მოსამართლეთა სიას ვლობირებდი, პოლიტიკურია და არ არის მართალი!”

ირაკლი კობახიძე: გზავნილი, რომ  მოსამართლეთა ათკაციან სიას ვლობირებდი, პოლიტიკურია და არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან  ამაზე ვიღებ სრულ პასუხისგებლობას

 „ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომელიც დატრიალდა სამწუხაროდ და რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილესთან. ამასთან დაკავშირებით, მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა კანდიდატების ათკაციან სიას თავად  ლობირებდა.