NDI საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგებს წარადგენს

NDI საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარადგენს. პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, გარემოს დაცვასთან, საგარეო პოლიტიკასთან, განათლებასთან, კრიმინალსა და მედიასთან დაკავშირებული გამოკითხვის შედეგები.

ორგანიზაციის განცხადებით, კვლევის საველე სამუშაო, საქართველოს მასშტაბით, დეკემბერში ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს სახით, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2 205 ადამიანი გამოიკითხა.

პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.