2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. ამის შესახებ მან განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე თქვა.

სოფო გორგოძის თქმით, ამ ცვლილების ამოქმედებამდე, წელს უკვე მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, გამოცდების ჩაბარება წელს მე-12 კლასელებს მაინც მოუწევთ.

2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩასაბარებელი სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით გამოცდა, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს.

რაც შეეხება ზოგად უნარებს, ამ ან სხვა გამოცდის დამატების უფლება უკვე უმაღლეს სასაწავლებლებს ექნებათ.