2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩაბარდება

„გამოცდების ახალი მოდელი“ განათლების რეფორმის მცირე ნაწილია. სისტემაში არსებული პრობლემების შესწავლის შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილის გუნდმა ექსპერტებთან ერთად კომპლექსური მიდგომა შეიმუშავეს. იმისთვის, რომ განათლების ყველა საფეხურზე ცოდნის მიღება  საერთაშორისო სტანდარტით მოხდეს. განათლების რეფორმის შესახებ “იმედის კვირასთან” მინისტრმა ისაუბრა.

სიახლეა ის, რომ 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით გამოცდა, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს.

რაც შეეხება ზოგად უნარებს, ამ ან სხვა გამოცდის დამატების უფლება უკვე უმაღლეს სასაწავლებლებს ექნებათ.