“სკოლა იქნება უფრო ძლიერი!”

საატესტატო გამოცდების გაუქმების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.  მისი თქმით,  სკოლა ორიენტირებული უნდა გახდეს სასკოლო პროგრამაზე და უფრო მეტად გაძლიერდეს.

უკვე ცნობილია, რომ 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების ჩამონათვალში გადადის ზოგადი უნარების გამოცდაც. რაც იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტებს მისაღები გამოცდების ჩაბარება მნიშვნელოვნად უმარტივდებათ. ასევე უნივერსიტეტებს საშუალება ეძლევათ, რომ შიდა მისაღები გამოცდები დანიშნონ.

„მისაღები გამოცდები  მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს სკოლის პროგრამასთან. აქედან რას მივიღებთ?!-სკოლა იქნება უფრო ძლიერი.

მნიშვნელოვანი  ყურადღება ექცევა ქართულ ენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ეს არის ჰუმანიტარებისთვის ისტორია, ტექნიკური მიმართულებით მათემატიკა და რაც ყველაზე კიდევ მნიშვნელოვანია , უნივერსიტეტებს მივეცით ავტონომიური უფლება დამატებითი გამოცდებისა,“-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ცვლილებები არ შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მეთორმეტე კლასში არიან. ასევე საატესტატო გამოცდების ჩაბარება მოუწევთ იმ მოსწავლეებსაც რომლებიც წინა წელს მეთერთმეტე კლასის გამოცდებზე არ გავიდნენ არ ჩაიჭრნენ.