„თუ მთავრობა არ წამოვა დიალოგზე, აქცია მიიღებს პოლიტიკურ ხასიათს!

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიგრაციის პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

პოლიტიკოსების თქმით, თუ მთავრობა არ გამოიწვევს გაეროს მთავრობათაშორისი კონფერენციის ფარგლებში  მიღებული მიგრაციის გლობალურ კომპაქტზე ხელმოწერას, აქციები გაგრძელდება და უკვე პოლიტიკურ ხასიათს მიიღებს.

 

ცნობისთვის, უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი გაეროს მთავრობათაშორისი კონფერენციის ფარგლებში  მიღებული მიგრაციის გლობალურ კომპაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის დოკუმენტს და არ ეხება ხელმომწერ ქვეყნებში მიგრანტთა გადაადგილების საკითხებს.

-2018 წლის 10-11 დეკემბერს, ქ. მარაკეშში (მაროკო), გაეროს მთავრობათაშორისი კონფერენციის ფარგლებში, მიღებულ იქნა მიგრაციის გლობალური კომპაქტი, რომელიც წარმოდგენს სამართლებრივად არასავალდებულო ხასიათის დოკუმენტს.

მისი მიზანია, ხელი შეუწყოს გლობალური მასშტაბით მიგრაციის უკეთ მართვას.

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/52050-2/?fbclid=IwAR2YWglNA_kzXaEyI6mCw-thiN_ijTrZFD8OXcBdnhCyo5IX_937I0s_9qY