“თავისუფლებას არ ჩუქნიან! ის ბრძოლით, თუნდაც სახალხო აჯანყებით მოიპოვება!..”

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

-არაფერია თავისუფლებაზე ძვირფასი და არც ერთი სხვა სისტემა არ იცავს თავისუფლებას იმაზე მტკიცედ, ვიდრე დემოკრატია.

თავისუფლებას არ ჩუქნიან. თავისუფლება მხოლოდ თავდადებული, უკომპრომისო ბრძოლით მოიპოვება და ამ ორ უდიდიდეს განძს სჭირდება ყოველდღიური დაცვა.

ყოველი დღე, როდესაც ჩვენ არ ვიბრძვით თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის არის მარცხის დღე. თუმცა, ამ ორი უდიდესი ფასეულობის დასაცავად არ შეიძლება არა დემოკრატიული ინსტრუმენტების გამოყენება, რამე თუ ბოროტება შობს მხოლოდ ბოროტებას. უბრალოდ საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა გააცნობიეროს და გამიჯნოს ერთმანეთისაგან დემოკრატიული და არა დემოკრატიული მეთოდები.

ამ თემაზე ძალიან ბევრი თქმულა და დაწერილა. არც მე შევეცდები “ველოსიპედის გამოგონებას”, მაგრამ მთელს თქვენს ყურადღებას გადავიტან საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიულ ნორმაზე, რასაც ჰქვია საყოველთაო სახალხო აჯანყების უფლება. ეს უფლება ლეგიტიმურია მკაცრად კონკრეტულ მოცემულობაში, მაგრამ აბსოლუტურად ლეგიტიმურია და სრულად აკმაყოფილებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მოთხოვნებს.

საყოველთაო სახალხო აჯანყება ლეგიტიმურია და მთლიანად ჯდება დემოკრატიის გაგებაში, მაშინ როდესაც ხელისუფლება არის უზურპირებული და მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ უზურპატორი ხელისუფლების დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით შეცვლის უფლება.
რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ ამ დემოკრატიულ უფლებაზე მით უფრო გაუჭირდება უზურპატორ ხელისუფლებას ამ იდეის მარგინალიზაცია, საკუთარი კეთილდღეობის გადარჩენის მიზნით. ნუ გერიდებათ ამ უფლებაზე ღიად საუბარი და მსჯელობა.

თუ გვინდა, რომ ქართულ საზოგადოებას ბოლომდე ჰქონდეს გასისხლხორცებული თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი, მაშინ თითოეულ მოქლაქემდე უნდა დავიდეს ამ ფასეულობების დაცვის ყველა ლეგიტიმური მეთოდის შინაარსი.