„ჯერ დასადასტურებელია, ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელმაც ეს ვიდეო ნახა…“

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ. მას ეჭვი ეპარება, რომ ეს კადრები საერთოდ არსებობს. მის თქმით ის არავის უნახავს.

„შორს მიმავალი დასკვნები ამასთან დაკავშირებით რომ ეს არის ბრძოლის ხერხი ან ინსტრუმენტი ვინმეს ხელში ბუნებრივია მე ასე ამ საკითხს არ განვიხილავ, მაგრამ თავისთავად ის, რომ ჩნდება სოციალურ ქსელში ან ჩნდება თუ არა ესეც დასადასტურებელია, იმიტომ რომ საუბარი მიდის დღეების განმავლობაში თუმცა ვერ ვნახეთ ადამიანი, რომელმაც ეს ნახა. არ გვინახავს ეს ვიდეო, თუმცა თავისთავად ის რომ ამაზე დისკუსია მიმდინარეობს, ვიღაცის ტვინში გაჩნდა აზრი, რომ ეს შეიძლება იყოს მადისკრიდიტირებელი პოლიტიკოსის ბუნებრივია ეს უპირობოდ იმსახურებს დაგმობას,“-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.