„საზარელი და გამაოგნებელი იყო გუბაზი სააკაშვილს ჰოლანდიაში ეახლა…”

 სოსო შატბერაშვილი

“მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე

-„ქვეყანაში ორი პოლიტიკური პოლუსია-„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ხალხის დაკვეთაა შეიქმნას მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც არა და არ ყალიბდება! ამას ძალიან ბევრი ხელისშემშლელი მიზეზი აქვს. არც ჩამოყალიბდება და იცით რატომ? იმიტომ, რომ ნაცების ლიდერი გამოდის რუსთავი 2-ის ეთერით და ამბობს, რომ აქვს პოლიტიკოსების გადაბირების დიდი გამოცდილება, თან ყველა ჩაუშვა, ვინც კი ჩავიდა ჰოლანდიაში. ვინ მოიფიქრებდა, გუბაზ სანიკიძე ჩამოვიდოდა და ჩემთან დაჯდებოდაო…

ეს ხომ ჩემთვისაც წარმოუდგენელია! გუბაზ სანიკიძე, რომელიც ჩემთვის ქართველობის სიმბოლო იყო, დიდი ლევან სანიკიძის შვილი, თუ როდესმე ჰოლანდიაში ჩავიდოდა და სააკაშვილს დაუჯდებოდა იქ! წარმოუდგენელი ამბავია!

სხვათაშორის, კარგი რაღაც გაიხსენა სააკაშვილმა, მე რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გავხდი, 24% მიჭერდაო მხარს და რომ დავამთავრეო, 90% გადავიბირეო. დიახაც, გადაიბირა ყველა და ჩვენ, მხოლოდ ყოფილი „ლეიბორისტები“ დავრჩით ჩვენს აზრზე-მე, კახა ძაგანია, პაატა ჯიბლაძე, დათო ვერძეული და კონსტანტინე გუგუშვილი.

ახლაც, სააკაშვილმა განაცხადა 10 მილიარდი მაქვსო, ეს არის ხარბი პოლიტიკოსების დასაგეში ფული!

კიდევ ვიმეორებ! სააკაშვილმა მოღალატე პოლიტიკოსებს შეუთვალა 10 მილიარდი მაქვს თქვენზე დასარიგებლად გამზადებულიო. ჩემთვის საზარელი და გამაოგნებელი იყო როდესაც ქართველობის სიმბოლოს, ლევან სანიკიძის შვილი გუბაზი სააკაშვილს ჰოლანდიაში ეახლა…”