პრობლემა! საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია,რომელიც თაფლის სერთიფიკატს გასცემს!

ქართველი მეთაფლეები ამბობენ, რომ მიუხედავად ბევრი შემოთავაზებისა, ევროპის ბაზარზე გასასვლელად აქვთ პრობლემა, კერძოდ, თაფლის სერთიფიკატის არ არსებობის გამო ისინი ვერ შედიან თუნდაც იმ ქალაქების ბაზრებზე, სადაც უკვე აქვთ მიწვევა.

„თაფლი და კომპანია ირინოლას“ დამფუძნებელი, ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრი, მეწარმე ირინე ლორთქიფანიძე, ამბობს, რომ საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც ქართული თაფლის საუკეთესო თვისებებს დაადასტურებს და გასცემს სერთიფიკატს. ევროპის ბაზარზე გასასვლელად კი აუცილებელია პროდუქტი იმ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, რაც უკვე გაწერილია. როგორც აღმოჩნდა, ქართული თაფლი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, თუმცა სერთიფიკატსა არ არსებობა დიდ პრობლემას ქმნის.