როდის და რამდენი ლარი შესწირა თემურ ჭკუასელმა „ოცნებას“ ?

“ქართულმა ოცნებამ” ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ჭკუასელი ახალი კანდიდატით ჩაანაცვლა. ჭკუასელის ნაცვლად დეპუტატობისთვის ნინო წილოსანი იბრძოლებს.

თემურ ჭკუასელს იმედი აქვს, რომ აუცილებლად იქნება  პროპორციულ სიაში.

მოხვდება თუ არა ის პარტიის საარჩევნო სიაში ან იქნება თუ არა მისი ნომერი გამსვლელი, ამას სულ მალე შევიტყობთ.

იქამდე კი გეტყვით, რომ თეიმურაზ ჭკუასელმა 2016 წლის 25 აგვისტოს, „ქართულ ოცნებას“ 30 000  ლარი შესწირა.

http://www.transparency.ge/politicaldonations/ge/party/18?year=2016&sort=date&direction=desc&page=3

%d1%81%d0%bd%d0%b8%d0%bc%d0%be%d0%ba

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველომ საკუთარ ვებგვერდზე აამოქმედა ახალი ვებპორტალი, რომელზეც თავმოყრილია ინფორმაცია 2012 წლიდან პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების შესახებ.

 

კომენტარის დატოვება