“პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა – ასე ქმნის მთავრობა მონოპოლიებს!”

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს.

შესაბამისი ცვლილებები „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება.

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/54427-2/

გავრცელებულ ინფორმაციას ლევან ალაფიშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ სახეზეა მონოპოლიის შექმნის ნიშნები.

-ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ინიციატივაზე
გასულ წელს მთავრობამ (!) დახურა ტექინსპექტირების ბიზნესი და ამ ბიზნესში მისი ლობირებით დომინირებს სადაზღვევო კომპანია ალდაგი (მის შვილობილს გრინვეის მთელი საქართველოს მასშტაბით 51 ინსპექტირების ხაზი მისცეს)
❗️პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების შემთხვევაში ალდაგი გახდება ამ 2 ბაზრის დომინანტი, შემდეგ კი მონოპოლისტი 200 მლნ-იან ბაზარზე
ასე ქმნის მთავრობა მონოპოლიებს!
კორუფციის ეჭვები მრავლდება!
მოდის შევარდნაძის დრო იგივე სფეროში (ტეხასმოტრი+სავალდებულო დაზღვევა) და იგივე ფიგურანტებით?

ავტომობილების ტექინსპექტირების 51 ხაზი უნდა მოეწყო და აკრედიტაცია გაევლო 20 დეკემბრამდე მთავრობის მიერ ლობირებულ სადაზღვევო კომპანია ალდაგს და მის შვილობილს. ეს ვალდებულება არათუ გასული წლის 20 დეკემბერს, დღესაც არ არის შესრულებული მაგრამ მთავრობა სანქციას არ იყენებს. სანქციას კი არა ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის ბაზარე მონოპოლიას უქმნის.
არაკეთილსინდისიერი ქმედებებისა და კორუფციის კითხვების საფუძველი სახეზეა“-ამბობს ალაფიშვილი და ფოტოს აქვეყნებს.