24-საათიანი ვადა ილიაუნის ხელმძღვანელობას – სტუდენტების პროტესტი

გიორგი ქადაგიძე სტუდენტებთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აღდგენას და უნივერსიტეტის ფინანსების განკარგვის გამჭირვალობას ითხოვენ.

„გაუქმდეს ის ე.წ. რეორგანიზაცია და ფარსი, რომელიც შემოგვთავაზა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ. ბიზნესის სკოლა არის ბიზნესის სკოლა, ჩვენ გვაქვს ჩვენი  პრიორიტეტები. ჩვენ გვაქვს უამრავი საკითხები გადასაწყვეტი და ჩვენ არ გვჭირდება კიდევ დამატებით სხვა პროგრამები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სირთულეს წარმოადგენს. მეორე, გადაწყვეტილება გაუქმების შესახებ უნდა მოხდეს 24 საათში, ისევე სწრაფად როგორც მიიღო აკადემიურმა საბჭომ იგივე  გადაწყვეტილება. უნდა გაიხსნას უნივერსიტეტის ფინანსები  ყველასთვის და ის უნდა გახდეს გამჭირვალე. უნდა ვიცოდეთ რაში იხარჯება თქვენი  ფული. თქვენს, მიერ გადახდილი ფული,“-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

შეგასენებთ, რომ გიორგი ქადაგიძე ილიაუნის რექტორმა რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა. მას სამსახურის დატოვების შესახებ შეტყობინება ელექტრონული ფოსტით აუგზავნეს.