“მან ხომ ჩვენ, ერთადერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა ვერ იყიდა!..”

   „რესპუბლიკური  პარტია არ არის ის პარტია, რომელზეც ვიტყოდი, რომ მათ მხარი არ დაუჭიროთთქო, მაგალითად, როგორც ვიტყოდი ლეიბორისტულ პარტიაზე. სირცხვილია, რომ ლეიბორისტულ პარტიას დღეს კიდევ მხარს უჭერენ. ნათელაშვილის მხარდაჭერა დღეს სირცხვილია. ეს გახლავთნაციონალური მოძრაობისმიერ ნაყიდი პარტია– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

მის ამ განცხადებას „ლეიბორისტების ლიდერმა“ შალვა ნათელაშვილმა უპასუხა:

-„აჰა,იმ დღეს ვიღაცას დავენიძლავე შემომეხმატკბილება მეთქი და აცხადდა. რას მოითმენდა, მან ხომ ჩვენ, ერთადერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა ვერ იყიდა. ფულის ტომარას კი ძალიან არ უყვარს თავისუფალი სული. თანაც როგორ დაემთხვა სპეცსამსახურის გადაცმული მუშაკებისა და მისგან მოსყიდული ვითომ პოლიტიკოსების დღევანდელი ფაქტობრივი თავდასხმა ჩემს სოფელ ბაზალეთზე, სადაც მოსახლეობასთამ მოხდა ძალიან საშიში კონფლიქტი რომელიც, შეიძლება სავალალოდ დამთავრებულიყო.

აი, როგორ აღვივებს სამოქალაქო დაპირისპირებას ქვეყანაში ეს საქართველოს ბედისწერა. რაც ასევე არაა საკვირველი, მისი პრინციპია ჩემს შემდეგ ქვა-ქვაზე არ დარჩენილაო, მაგრამ შეეგუოს, რომ მის შემდეგ აეხსნება სწორედ ჯადო ჩვენს სამშობლოს და ეს აუცილებლად მოხდება თანაც მალე, სულ რამდენიმე კვირაში“.

კომენტარის დატოვება