12 საათზე საპატრიარქოსთან მორიგი აქცია გაიმართება

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, ძმა – თორნიკე მამალაძე, დღეს, 17 თებერვალს, 12:00 საათზე საპატრიარქოსთან აქციას გამართავს. ის აცხადებს, რომ რომ მისი პატიმარი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

„,მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს და მიაჩნია, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა, უსამართლოდ ცოცხალი ადამიანი იღუპება, ვთხოვ, საპატრიარქოსთან მოვიდეს და უდანაშაულო პატიმარს მხარი დაუჭიროს” – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.