საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა” 2018 წლის წარმატებულ ქველმოქმედად დასახელდა

16 თებერვალს სასტუმრო კალასში დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის მიერ გაიმართა 2018 წლის წარმატებული ქველმოქმედების დაჯილდოვების ცერემონიალი.

საქველმოქმედო ფონდი მომავლის გზა 2018 წლის წარმატებულ ქველმოქმედად დასახელდა და გადაეცა მადლობის სიგელი.

ფონდი მომავლის გზის დამფუძვნებელი ბატონი დავით კინწურაშვილი 2011 წლიდან ყოველწლიურად სახელდება როგორც წლის წარმატებული ქველმოქმედი.

ფონდი მომავლის გზა მადლობას უხდის დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრს ყურადღებისა და დაფასებისთვის….