“მზად ვართ ყველანაირი ინფორმაცია გავუზიაროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს”

თბილისი რუმსში საგანგებო ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ და მისმა პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადეს, არიან ძლიერი ერთიანი გუნდი და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი.

-პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს. მზად ვართ დიალოგის რეჟიმში ეროვნულ ბანკთან ერთად ვიპოვოთ გამოსავალი, რომ არ შეილახოს არავის და პირველ რიგში ქვეყნის იმიჯი. ამ ფაქტის გარშემო ყველა მასალა გადაცემულია ჩვენს პარტნიორებთან. არანაირი ფულის გათეთრება არ ფიქსირდება.

მზად ვართ ყველანაირი ინფორმაცია გავუზიაროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს. ასევე მზად ვართ, რომ არჩეულ იქნას თქვენს მიერ დასახელებული კომპანიები, რომლებსაც ჩვენ გადაცვემთ ნებისმიერ ინფორმაციას. თქვენც შეგაწუხეთ და ჩვენც შეგვაწუხეს – განაცხადა ხაზარაძემ.