სხდომა დასრულდა, დათუნაშვილი ქვეყნის დატოვების უფლებას ითხოვს

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ გეგა გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე რჩება. რაც შეხება დათუნაშვილს, ის ამბობს, რომ არ შეეგუება ამ გადაწყვეტილებას და ქვეყნიდან წასვლის ნებართვას ითხოვს.

-„თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან, შერიგებას არ ვაპირებ“-განაცხადა ევროპის ჩემპიონმა.

ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის ედიშერ მაჩაიძის თქმით, სხდომაზე გეგეშიძემ კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის შეხვედრა ხმაურის და საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

იხ. https://www.gmtv.ge/55330-2/